მადრიდის რეალი, რაიო ვალეკანო, სტოლე დიმიტრიევსკი
Aa
Aa

დიმიტრიევსკი: “მე და ვინისიუსს ერთმანეთი არ გვინახავს“

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის „რეალმა“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ვინისიუს ჯუნიორსა და სტუმართა მეკარეს დიმიტრიევსკის შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მაკედონიელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მოდი მხოლოდ მე და შენ გარეთ გავიდეთ.“

რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს აინტერესებთ, თუ როგორი განვითარება მოყვა ამ ინციდენტს, რაზეც ავტორიტეტული გამოცემა MARCA წერს, რომ დიმიტრიევსკის სიტყვებს აჟღერებს.

დიმიტრიევსკი:

„ფეხბურთში ხშირად ხდება ასეთი რაღაცები და ეს ნორმალურია. ვინისიუსმა მითხრა, რომ გასახდელში პირისპირ შემხვდებოდა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, მადრიდულ გრანდს 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე 31 ქულით „ჟირონაა“, ხოლო მესამე ადგილს 27 ქულით „ბარსელონა“ იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს