ფილიპო ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი ნაპოლისთან მატჩზე: „მათთვის კონკურენციის გაწევა შეგვიძლია“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს. ხვალინდელი მატჩის წინ, „გრანატას“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ „პარტენოპეისთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს რთული შეხვედრა ელოდება.

„ფურცელზე ნაპოლი ფავორიტია, მაგრამ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს და შესანიშნავი გამოსვლა უნდა ვაჩვენოთ. მოგვიწევს, მათზე ორჯერ სწრაფად ვირბინოთ და მხოლოდ თავს კი არ დავიცავთ, შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. გამბედაობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველა შეხვედრაში, ყველა მეტოქის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ.

ვიცით, ნაპოლი როგორი ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ მჯერა, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და სასურველ შედეგს ერთობლივად მივაღწიოთ. ბიჭებმა მოედანზე სული და გული უნდა დატოვონ, რადგან კლუბი, პრეზიდენტი და გულშემატკივრები ამას ნამდვილად იმსახურებენ. ვიმედოვნებ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიზანს მივაღწევთ და ჩვენი ბიჭები მოედანზე ყველაფერს დატოვებენ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. „სალერნიტანას“ ანგარიშზე 4 ქულაა და „გრანატა“ ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევის ბრწყინვალედ დასრულება შეუძლია - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
შეტევის ბრწყინვალედ დასრულება შეუძლია - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე