თსუ, კახაბერ ჯინჭარაძე
Aa
Aa

პირველი გამარჯვება ევროპის თასზე - თსუ-მ ახალი ისტორია დაწერა

საკალათბურთო ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თსუ-მ კერავნოსს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 63:60 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და განსხვავებული არც მეორე მეოთხედი იყო. პირველი ტაიმის შემდეგ კერავნოსი 38:26-ს იგებდა.

მეორე ტაიმში ქართველები გააქტიურდნენ და 17:7 მოიგეს. გადამწყვეტი კი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც თსუ-მ საბოლოო უპირატესობა მოიპოვა

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან ყველაზე აქტიური ჯინჭარაძე იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

კახაბერმა პარკეტზე 37 წუთი და 25 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 22 ქულას, 9 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

გამორჩეული იყო ტურძილაძეც, რომელმა არასრულ 28 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი გახლავთ.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ თსუ-ს 3 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში, ქართული კლუბი სტუმრად ვარესეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია
თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია