მადრიდის რეალი, ჯუდ ბელინგემი, არიგო საკი
Aa
Aa

ამ ასაკში ასეთი შთამბეჭდავი მხოლოდ მესი იყო - საკი ბელინგემზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ Gazzetta-სთან ინტერვიუში 20 წლის ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა, რომელმაც ყოველ მატჩში ბრწყინავს, ამჯერად საოცარი თამაში იტალიასთან აჩვენა. 20 წლის შემტევს „უემბლიზე’’ გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე პასი შეასრულა და თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა.

 „მსოფლიო დონის მოთამაშეა. იტალიასთან მატჩში დომინირებდა, ძალიან ძლიერია. მან ყველაფერი გააკეთა!

ყოველთვის გუნდისთვის თამაშობს. ამ ასაკში მხოლოდ მესიმ მოახდინა ჩემზე ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება. რა თქმა უნდა, ბელინგემი მესისგან განსხვავდება, თუმცა თუ ისეთი თავმდაბალი დარჩება, როგორიც დღეს არის, მას შეუძლია მესის ნაბიჯებს გაჰყვეს, რადგან ბელინგემი მსოფლიო დონის მოთამაშეა’’.

ამ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ლა ლიგის 8 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში „რეალმა’’ ბელინგემი 103 მილიონ ევროდ „დორტმუნდიდან’’ შეიძინა. ჯუდი „ბირმინგემის’’ აკადემიის აღზრდილია, 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონშიფის „ბირმინგემში’’ თამაშობდა, 2020-23 წლებში კი - „დორტმუნდში’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები