კარლო ანჩელოტი, რუდი გარსია
Aa
Aa

ანჩელოტი: „რუდი გარსიას დრო სჭირდება, რეალში ბედნიერი ვარ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლის“ თავკაცზე, რუდი გარსიაზე ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ დამრიგებელი ბრაზილიის ნაკრების შესაძლო ჩაბარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ბლანკოსში“ ბედნიერია.

„გარსიას საკუთარი იდეები აქვს და დრო სჭირდება, რათა ისინი მოედანზე განავითაროს. იგი ზუსტად იმავე სირთულეებს შეეჩეხა, რაც ყველა მწვრთნელს უჩნდება ხოლმე. ნაპოლიმ დაიქირავა სპეციალისტი, რომელსაც თავისი იდეები აქვს და მას დრო სჭირდება, რათა ისინი მოედანზე გადაიტანოს.

გარსია სერიოზული თავკაცია, წარმატების მიღწევა შეუძლია და ნამდვილი პროფესიონალია. დადებითი შედეგი დროის ამბავია. კლუბმა სტრუქტურა შეინარჩუნა და მხოლოდ კიმი დაკარგა. დარწმუნებული ვარ, ნაპოლი ჩემპიონატში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.

ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნა? ეს ინფორმაცია ჭორია. ახლა რეალში ძალიან ბედნიერი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის „რეალი“ და გარსიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად იმყოფებიან. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკეთესი ფეხბურთელები არიან“ - ცნობილი ანალიტიკოსი აიაქსის ახალწვეულებზე
„უკეთესი ფეხბურთელები არიან“ - ცნობილი ანალიტიკოსი აიაქსის ახალწვეულებზე