ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა - კიტეიშვილი გოლებსა და ახალ კონტრაქტზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ კვიპროსი 4:0 დაამარცხა. ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ზოგადად, ოთარ კიტეიშვილი ძალიან კარგ ფორმაშია, საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით ბოლო ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა. კვიპროსთან მატჩის შემდეგ 27 წლის ნახევარმცველმა მისი კარიერის წარმატებულ პერიოდზე ისაუბრა:

„არ ვფიქრობ რომ შორიდან დარტყმებს ვერიდები. სასიამოვნოა რომ ასე წავიდა ჩემი თამაში, რამდენიმე მატჩში გავიტანე. მიხარია რომ ასე ხდება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ასე გაგრძელდეს’’.

ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან’’ კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება. გასულ თვეში გრაცის „შტურმის’’ მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა Sky Sport-ის გადაცემა Talk und Tore-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოთარ კიტეიშვილის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ. შიკერი იმედოვნებს, რომ ოთარ კიტეიშვილი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ოთოს ამ თემაზე ვკითხეთ. მისი თქმით, ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა:

„ჯერ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა. როცა დაიწყება, გავიგებთ’’.

2018 წლის ზაფხულიდან ოთარ კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, საერთო ჯამში ავსტრიულ კლუბში 159 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი შეაგდო და 28 საგოლე პასი შეასრულა. 27 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები