L'equipe: ნაპოლი ოსიმენის შემცვლელად მატეტას განიხილავს
დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის დატოვებს. „პარტენოპეი“ მის შემცვლელს ეძებს.
ფრანგული ავტორიტეტული გამოცემის L’Equipe-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა თვალი იან-ფილიპე მატეტას დაადგა.
კრისტალ პალასის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონში თავი 16 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური მხარე ფრანგ თავდამსხმელს უკვე დაუკავშირდა, თუმცა მატეტამ ჯერჯერობით ტრანსფერზე საუბარი არ ისურვა.
როგორც L’Equipe წერს, ახლა 26 წლის თავდამსხმელის პრიორიტეტი ევრო 2024-ზე წასვლაა და მას ამის ამბიცია გააჩნია. თუ ეს ასე არ მოხდება, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს შეთავაზებებს.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა ნაპოლი კიდევ ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. მისი გადაბირებით პარი სენ ჟერმენი ინტერესდა. ფრანგული კლუბი „პარტენოპეის“ 80 მილიონ ევროს და რანდალ კოლო მუანის იჯარას სთავაზობს.