ინტერი, ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

Tuttosport: საზონოვი გამოჯანმრთელდა და ინტერთან ითამაშებს

იტალიური ავტორიტეტული გამოცემა Tuttosport სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ საბა საზონოვმა ტრავმა მოიშუშა და სერია ა-ს შემდეგ ტურში „ინტერის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება „ვერონასთან“ მატჩში მიიღო, სადაც იურიჩმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და საკმაოდ კარგადაც თამაშობდა, თუმცა პირველ ნახევარში მთავარ მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.

შეგახსენებთ, საბას დებიუტი „ლაციოს“ წინააღმდეგ შედგა, სადაც ბონჯორნომ ტრავმა მიიღო და იურიჩმა საზონოვი გამოიყვანა. იტალიურმა მედიამ „ჯვაროსნების“ უკანახაზელის თამაში დადებითად შეაფასა და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

ცნობისთვის, ტრავმის გამო ვილი სანიოლმა საზონოვი ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის არ გამოიძახა. „ტორინოსა“ და „ინტერის“ დაპირისპირება კი 21 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეცდომის აღიარების არ უნდა გვეშინოდეს - სანიოლის პრესკონფერენცია
შეცდომის აღიარების არ უნდა გვეშინოდეს - სანიოლის პრესკონფერენცია