ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დუბლის შესრულება შეეძლო - დავითაშვილის პირველი გოლი ამ სეზონში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში „ბორდო'' - „კაენის'' შეხვედრა 1:1 დასრულდა. მე-15 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, 34-ე წუთზე ჟირონდელთა ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თანაგუნდელს კარგად გაეხსნა, შორი მანძილიდან შესრულებული პასისას ბურთი მიიღო, მცველს და მეკარეს აჯობა, ცარიელ კარში შეაგდო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს მეორე ტაიმში დუბლის შესრულება შეეძლო, მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა „კაენის'' მეკარემ კარგად იმოქმედა, ბურთი კუთხურზე მოიგერია.

Sofascore-მა დავითაშვილს 7,4 დაუწერა. ბურთს 62-ჯერ შეეხო, 38 პასიდან 30 ზუსტი იყო (79 პროცენტი), მინდორზე 11 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო, ჰაერში 1 ორთაბრძოლა ჰქონდა და წააგო. დრიბლინგის 7 მცდელობიდან წარმატებული 3 გამოვიდა. ბურთი 18-ჯერ დაკარგა, 2 საკვანძო პასი შეასრულა.

 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ლიგა 2-ის ამ სეზონში 8 მატჩში 1 გოლის გარდა მის აქტივში 2 საგოლე პასია („ოსერთან'' და „ვალანსიენთან'').

გასულ სეზონთან შედარებით ზურიკო დავითაშვილი 90 წუთს უფრო ხშირად თამაშობს, ბოლო ექვსიდან ოთხ შეხვედრაში სასტარტოში იყო და არ შეუცვლიათ, ხოლო ორ მატჩში სკამზე იჯდა და მეორე ტაიმში გამოვიდა მინდორზე.

„ბორდომ'' ლიგა 2-ში ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 11 ქულით მე-13 ადგილზეა და ამ ეტაპზე საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები