გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

აიაქსში საკადრო ცვლილებები გრძელდება | სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე წავიდა

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მოხდა. რამდენიმე წუთის წინ, ამსტერდამულმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით გვაუწყა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პიერ ერინგამ პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

„პიერ ერინგა საკუთარ შემცვლელს მოვალეობებს უახლოეს დღეებში გადააბარებს და პოსტს ოფიციალურად 2 ოქტომბერს დატოვებს. იგი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2023 წლის 13 მარტს დაინიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ვფიქრობ, როგორც თავმჯდომარე, ვალდებული ხარ, საკუთარი მოვალეობა შეასრულო. განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული პერიოდი დგას, მაგრამ კრიტიკას ცალ ყურში არ ვუშვებ და კარგად ვხედავ, კლუბი რა მდგომარეობაში იმყოფება. აიაქსისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი და გულშემატკივრის სტატუსით, მისთვის თვალის დევნებას აუცილებლად გავაგრძელებ. იმედი მაქვს, აიაქსის ასპარეზობა მალე დაუბრუნდება იმ დონეს, რომელიც კლუბს სურს“, - აცხადებს ერინგა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ამსტერდამულმა კლუბი საფეხბურთო დირექტორი, სვენ მისლინტატი გაათავისუფლა, რომელიც მიქაუტაძის გადაყვანის მთავარი ინიციატორი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისს არ მოეწონა გარსიას განმარტება, რომლითაც მან კვარას შეცვლა ახსნა
დე ლაურენტისს არ მოეწონა გარსიას განმარტება, რომლითაც მან კვარას შეცვლა ახსნა