ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

ჩემპიონი გუნდის ევთანაზია | Gazzetta-მ რუდი გარსია გააკრიტიკა

იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი, „ნაპოლი“ საკუთარ თავს არ ჰგავს და ახალი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას ხელში საშუალო დონეზეც ვერ თამაშობს. ფრანგ სპეციალისტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და დღევანდელ ნომერში მასზე ავტორიტეტულმა Gazzetta dello Sport-მა დაწერა.

სკუდეტოს ევთანაზია (Gazzetta-ს სტატიის სათაურის შთაგონების წყარო 70-იან წლებში გამოსული ფილმის, „სიყვარულის ევთანაზიის“ სახელი გახლდათ)

„რუდი გარსიამ ლუჩანო სპალეტის თამაში და გუნდი ისე დაშალა, რომ ჯერ საკუთარი არაფერი უჩვენებია. ბოლო ორ შეხვედრაში, მან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეცვალა და ამ ქმედებებით, თითქოს უნდოდა, ფეხბურთელებისთვის მესიჯი გაეგზავნა, რომ გუნდში უფროსი და მთავარი თვითონაა და ხელშეუხებელი არავინაა.

გულშემატკივრები დეზორიენტირებული არიან. აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუნდი მოსწონს, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებული ტვიტი ტროლსა და დაცინვას უფრო წააგავდა“, - წერს ავტორიტეტული იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სამი მატჩია არ მოუგია და სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, მე-7 პოზიციაზე იმყოფება. „პარტენოპეის“ 8 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი ხვალ, საკუთარ კედლებში, 3 ქულის მქონე „უდინეზესთან“ ელის. შეხვედრა თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეკორდიდან რეკორდამდე“ – AS-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე
„რეკორდიდან რეკორდამდე“ – AS-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე