ხვიჩა კვარაცხელია, მაურო მელუზო
Aa
Aa

„პრობლემა არ აქვს“ - ნაპოლის სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ბრაგასთან“ მატჩის დაწყებამდე „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, მაურო მელუზო Mediaset Infinity Plus-ს გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

რა თქვა მელუზომ:

გუნდის ამბიცია წინსვლა და განვითარებაა, ეს ნორმალურია გუნდისთვის, რომელმაც სკუდეტო 16-ქულიანი უპირატესობით მოიგო. კრიტიკა გადაჭარბებულია. „ჯენოასთან“ გუნდმა კარგი ხასიათი გამოავლინა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ბევრი ძლიერი მოთამაშე გვყავს და მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება.

რაც შეეხება კვარაცხელიას, არასოდეს არის ადვილი შეცვლის მონელება, მაგრამ მას პრობლემა არ აქვს. ხვიჩა არაჩვეულებრივი ბიჭია, ისევე როგორც მთელი კოლექტივი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ გუშინდელ მატჩში „ბრაგა“ მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი რუდი გარსიამ 66-ე წუთზე შეცვალა. „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას 3 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს, უახლოესი მატჩი კი 24 სექტემბერს, სტუმრად „ბოლონიასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ
“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ