ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ საბატინი
Aa
Aa

„კვარა და ოსიმენი იზოლირებულები არიან“ - საბატინიმ გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა

„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინი იტალიურ TVPLAY-ს რუდი გარსიას „ნაპოლიზე“ ესაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგ სპეციალისტს კვარაცხელია და ოსიმენი იზოლირებული ჰყავს.

რა თქვა საბატინიმ:

„ნაპოლი“ შარშან ნამდვილი ორკესტრი იყო. ყველა სწორ სივრცესა და დროში იყო. ფეხბურთელებმა საკუთარი თავები უნდა იპოვონ და მჯერა, რომ რუდი გარსია ამისთვის სწორ მექანიზმს ნახავს და თავდაუზოგავად იმუშავებს. პირველ რიგში, მან თავდამსხმელებს უნდა გამოუნახოს გასაღები, რადგან, გასულ სეზონთან შედარებით, კვარაცხელია და ოსიმენი ახლა იზოლირებულები არიან.

ცნობისთვის, რუდი გარსია „რომაში“ სწორედ ვალტერ საბატინის დირექტორობის დროს მუშაობდა, თუმცა, რომაულმა კლუბმა ფრანგის ხელში წარმატებას ვერ მიაღწია და საბოლოოდ, თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, კვარაცხელიამ კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთ ლიგაზე გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე პორტუგალიური „ბრაგა“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა წარმოუდგენელი იყო“ - ენრიკო ფედელე
„კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა წარმოუდგენელი იყო“ - ენრიკო ფედელე