ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„რა ხდება მასში? კვარა სევდიანია“ - Gazzetta ხვიჩაზე წერს

იტალიური გამოცემა Gazzetta ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. მაურიციო ნიკიტას სტატიის მიხედვით, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას მოწყენილი სახე აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებამ განაპირობა, როცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ქართველ ვარსკვლავთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების გამართვაზე უარი თქვა, რასაც მამუკა ჯუღელის ძალიან უცნაური ინტერვიუ მოჰყვა.

Gazzetta: „რა ხდება მასში? ახლა ქართველს ვერ იცნობთ. ამ სეზონში ჯერ კიდევ არ გაუტანია გოლი. მან უნდა იპოვოს ინსირაცია საკუთარ თავში. მისი სახე სევდიანია, მას მხიარულება არ ეტყობა, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა მთელ ამ ვითარებაზე გავლენა აურელიო დე ლაურენტისის მხრიდან ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებაზე მოულოდნელმა უარმა განაპირობა. შესაძლოა, სხვა მიზეზიც არსებობს ან ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ აღიარებას ელოდა, რაც ახალი კონტრაქტის გაფორმებაში გამოიხატებოდა.

ხვიჩა „ოქროს ბურთის“ მოგების 30 ნომინანტში მოხვდა, მათ შორის ქართველი ფეხბურთელი ყველაზე დაბალანაზღაურებადია. ცხადია, ქართველი ფეხბურთელი უფრო მეტ დაფასებას ელოდა.

ახლა მას ნაკლებად შეესაბამება ის მეტსახელები, რომელიც გასულ სეზონში შეარქვეს - კვარადონა, კვარავაჯო. ბურთის ფლობის მისი მანერა, მისი ტექნიკა ყველასთვის მომაჯადოებელი იყო, თუმცა ახლა შესაძლოა ეს განძი, რომელიც 100 მილიონი ღირდა, გაუფასურდეს''.

ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით მისი უგოლო სერია 21-მატჩიანია.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს CalcioNapoli24-მა გამოაქვეყნა მამუკა ჯუღელის ინტერვიუ, კვარაცხელიას მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით კმაყოფილია და ხვიჩა გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს, თუმცა რეალობა განსხვავებულია, სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, რაც ცხადია „ნაპოლის“ მხრიდან კვარაცხელიასადმი უპატივცემულობას გამოხატავს. ასეთი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, ფეხბურთელი კლუბში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები