კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

ბალარდინი გაუშვეს - ლოჩოშვილის გუნდი მწვრთნელის გარეშეა

საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვნალებმა დავიდე ბალარდინი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

იტალიურ მედიაში იწერება მისი შემცვლელის შესახებაც. გავლენიანი სააგენტოები ამტკიცებენ, რომ უახლოეს პერიოდში კლუბს ჯოვანი სტოპა ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს სერია A-ს კლუბ „მონცას“ წვრთნიდა.

დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით, „კრემონეზემ“ სერია B-ს მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა გამართა, რომელშიც 3 შემთხვევაში ფრედ ითამაშა, ერთხელ დამარცხდა და ერთხელ გაიმარჯვა, სატურნირო ცხრილში კი 6 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს და მოითმინოს“ - ნაპოლის ყოფილი ფორვარდი კვარაზე
„ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს და მოითმინოს“ - ნაპოლის ყოფილი ფორვარდი კვარაზე