ოქროს ბურთის ნომინანტთა პირველი ათეული ცნობილია!
გავლენიანმა ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა პირველი ათეული დაასახელა.
ჯერჯერობით სიაში არ იმყოფებიან მთავარი ფავორიტები - რონალდუ და მესი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს დროებითია და საბოლოო სიაში ორივე მათგანი მოხვდება.
ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს პრეტენდენტთა პირველი ათეული ასე გამოიყურება: ნეიმარი ("პსჟ"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), მარსელო ("რეალი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), ნგოლო კანტე ("ჩელსი"), ლუის სუარესი ("ბარსელონა"), ფელიპე კოუტინიო ("ლივერპული"), იან ობლაკი ("ატლეტიკო"), დრის მერტენსი ("ნაპოლი"), სერხიო რამოსი ("რეალი").
შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში 30 ნომინანტი დასახელდება და ყველა მათგანის ვინაობა დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გახდება ცნობილი.