საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ნორვეგიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ფინალის ტოლფასი თამაში იქნება“ - სოლბაკენის ასისტენტი საქართველოსთან მატჩზე

სამშაბათს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში სტუმრად ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოახლოებულ შეხვედრას დიდი მოლოდინით ხვდებიან ნორვეგიელებიც. საქართველოსთან წარუმატებლობის შემთხვევაში, სტოლე სოლბაკენის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ფაქტობრივად დაკარგავს. ამის გამო, ნორვეგიულ პრესაში საქართველოსთან მატჩს გადამწყვეტსაც უწოდებენ.

დღეს დილით, სამშაბათს გასამართი მატჩის შესახებ ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ბრედე ჰანგელანდმა ისაუბრა.

რას ამბობს ჰანგელანდი:

ახლა, როდესაც სატურნირო ცხრილს ვუყურებთ, ვრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ბოლო ტურამდე იქნება. ჩვენთვის, საქართველოსთან მატჩი შესაძლოა ფინალის ტოლფასიც იყოს. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სასურველი შედეგის მისაღებად. გუნდში არსებული მუხტი მომწონს და იმედია თამაშამდე ასეთი შემართება გაგვყვება.

ზოგადად, გუნდში მოტივაციის ნაკლებობა არ არის. ეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, სახლში ვთამაშობთ და გულზე ჩვენი ქვეყნის დროშა გვაქვს. ასეთ დროს, მოტივაციის ნაკლებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება ოსლოში 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, ქართველები ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ - სოლბაკენი 1:7-ზე
შესაძლოა, ქართველები ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ - სოლბაკენი 1:7-ზე