საქართველოს ეროვნული ნაკრები, სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

შესაძლოა, ქართველები ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ - სოლბაკენი 1:7-ზე

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას ოსლოში შეხვდება (12 სექტემბერი, 22:45).

ამ მატჩამდე ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ ჩვენი მატჩი უნდა მოვიგოთ, რომ შემდეგ თვეში ცოცხლები ვიყოთ (იგულისხმება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი). საქართველოსთან უნდა მოვიგოთ. თუ საქართველოს დავამარცხებთ, შემდეგ რაუნდებში ესპანეთსა და შოტლანდიას შევხვდებით. ჩვენ ჩვენი თამაშები უნდა მოვიგოთ და ეს ახლა იწყება’’.

ნორვეგიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩის შემდეგ კვიპროსთან შინ (12 ოქტომბერი), ესპანეთთან შინ (15 ოქტომბერი) და  შოტლანდიასთან სტუმრად (19 ნოემბერი) ითამაშებს.

ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, შინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი დაამარცხა (3:1). სტოლე სოლბაკენის გუნდმა ბათუმში საქართველოს ნაკრებთან ფრედ ითამაშა (1:1), თუმცა შინ შოტლანდიასთან (1:2) და სტუმრად ესპანეთთან (3:0) დამარცხდა.

სტოლე სოლბაკენმა საქართველოს ნაკრების მძიმე მარცხზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, საქართველო შინ ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

„საქართველოს ნაკრები შინ წლებია არ დამარცხებულა. შესაძლოა, ქართველები საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ’’.

საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე 2021 წელს საბერძნეთთან დამარცხდა (0:2). საკუთრა მოედანზე 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ესპანეთთან შეწყდა (0:7).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები