ლუჩანო სპალეტი, იტალიის ნაკრები
Aa
Aa

სპალეტი: იტალიის ნაკრების გაწვრთნა ენით აღუწერელი ემოციაა

ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.

„მადლობა ფედერაციას, რომ ასეთი შესანიშნავი დავალება მომცა და ნდობა გამომიცხადა. ჩემს პრეზენტაციაზე აქ ყოფნა, როგორც მთავარი მწვრთნელი, ენით აღუწერელი ემოციაა, ოცნება, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს. 11 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს ვთხოვე იტალიის დროშა ეყიდა, რათა ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება აღმენიშნა. ახლა ამ დროშას მოედანზე დავაბრუნებ, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ შეხვედრას ჩავატარებ.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსგავსი ოცნება ყველა იმ ბავშვს გაუჩნდება, ვინც იტალიის ნაკრების მატჩებს უყურებს. მანჩინისგან კარგი მემკვიდრეობა მივიღე. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და 37 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ახლა გუნდში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა. იტალია შეეცდება ითამაშოს, როგორც დიდმა ძლიერმა საფეხბურთო ერმა.

გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომელთა ნიჭიც შეიძლება გამოგვადგეს.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოთამაშეები გვჭირდებოდა, ბევრი ფეხბურთელის ახლა ყოლა არ მინდოდა, რადგან ვწუხვარ, რომ ზოგიერთ მათგანს ვუთხრა „თამაში არ მოგიწევს“ და ისინი ტრიბუნებზე გავაგზავნო. ჩვენ სეზონის დასაწყისში ვართ, ამიტომ ყველა თანმიმდევრულად და შესაბამისი რაოდენობით არ თამაშობს. ამ მიზეზით, მე არ გამოვიძახე ორი ფეხბურთელი, როგორებიც არიან ვერატი და ჟორჟინიო. ზოგადად, ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მიდგომა და ქცევა, რის გამოც ფეხბურთელებს გამოვიძახებ და არა მათი სახელების გამო“,

- განაცხადა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე.

იტალიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გილიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი).

მცველები: ალესანდრო ბასტონი, მატეო დარმიანი, ფედერიკო დი მარკო (ყველა ინტერი), კრიშტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ნიკოლო კასალე, ალესიო რომანიოლი (ორივე ლაციო), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ჯანლუკა მანჩინი, ლეონარდო სპინაცოლა (ორივე რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა).

ნახევარმცველები: ნიკოლა ბარელა, დავიდე ფრატესი (ორივე ინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (ორივე რომა), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი).

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრედ ნიონტო (ლიდსი), ჩირო იმობილე, მატია ძაკანი (ორივე ლაციო), მატეო პოლიტანო, ჯაკომო რასპადორი (ორივე ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა,).

იტალიელები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩრდილოეთ მაკედონიის (9 სექტემბერი) და უკრაინის (12 სექტემბერი) ნაკრებებთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვის მამა: „წინადადება პრემიერ ლიგიდანაც გვქონდა“
საზონოვის მამა: „წინადადება პრემიერ ლიგიდანაც გვქონდა“