ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ

საუდის არაბეთში ევროპიდან ფეხბურთელების გადინება ბევრისთვის ხიფათის შემცველია. ამის შესახებ ჟურნალისტებმა უეფას პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს კითხვები დაუსვეს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი თავს მშვიდად გრძნობს და ამაში ხიფათს ვერ ხედავს. ჩეფერინი პარალელს ჩინეთთან ავლებს.

- საუდის არაბეთის ლიგა მასიურ კამპანიას აწარმოებს, რათა ევროპიდან მოთამაშეები მოიზიდოს. გაწუხებთ ამ ყველაფრის შედეგი?

„ეს არ წარმოადგენს საფრთხეს. იგივე მიდგომა ჰქონდა ჩინეთს, კარიერის ბოლოსკენ გასული ფეხბურთელები იყიდეს და მათ დიდი თანხები შესთავაზეს. რა იყო შედეგი: ჩინური ფეხბურთი არ განვითარებულა, მათი ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

ეს მიდგომა არ შეიძლება ჩაითვალოს სწორად. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფეხბურთელების და მწვრთნელების განვითარებაზე. მაგრამ ეს არ არის ჩემი პრობლემა“,

- განაცხადა უეფას პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ლიგაში მასობრივად ევროპიდან მოთამაშეების გადინება კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: სტატისტიკა უაზრობაა, პროცენტების გარეშეც ვიცი როგორ ვითამაშე
კროოსი: სტატისტიკა უაზრობაა, პროცენტების გარეშეც ვიცი როგორ ვითამაშე