გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი დასაჯეს | ქართველმა მცველმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

დონეცკის „შახტარის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. უკრაინის ჩემპიონატის მე-5 ტურში, „კოლოსთან“ გამართულ შეხვედრაში, გოჩოლეიშვილმა წითელი ბარათი მიიღო და გიორგი საკუთარ გუნდს მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება.

საინტერესოა, რომ უკრაინელი სპეციალისტი, ოლექსანდრ სევიდოვი ამბობდა, რომ გოჩოლეიშვილს გაცილებით დიდი დისკვალიფიკაცია უნდა მიეღო. რამდენიმე საათის წინ, უკრაინულ პრესაში მისი ინტერვიუ გავრცელდა და სევიდოვმა განაცხადა, რომ გიორგისთვის თამაშის უფლება მინიმუმ 5 მატჩით უნდა აეკრძალათ.

„გოჩოლეიშვილის უხეშობა წითელ ბარათს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იმსახურებდა და მას მინიმუმ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ. ეპიზოდის ნახვის შემდეგ, ვფიქრობ, რომ მან მეტოქეს უმძიმესი ტრავმა მიაყენა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საწყის ხუთ ტურში სასტარტოში ითამაშა, სამ მატჩში შეუცვლელად, ერთ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, „კოლოსთან“ კი 39-ე წუთზე გააძევეს. მის აქტივში 2 საგოლე პასია, ორივე საგოლე გადაცემა „კრივბასთან“ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა