მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

„არ მესმის, პრობლემა რა არის“ | დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის სიტყვებს გამოეხმაურა. UFC-ის პირველმა პირმა იგი ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და „მანქანამ“ მას სოციალურ ქსელებში უპასუხა.

„არ მესმის, პრობლემა რა არის. საკითხავიც არაა, ახლა ტიტულისთვის ვინ უნდა იჩხუბოს და ეს ან ალჯო უნდა იყოს ან მე“, - განაცხადა დვალიშვილმა. მერაბის სიტყვებს „ალჯოც“ გამოეხმაურა და დაწერა: „ამ საკითხს ყველა ართულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შენთან ვარ ძმაო“.

რა თქვა დენა უაითმა

„საერთოდ რატომ გახდი MMA-ის მებრძოლი თუ ასეთი მენტალიტეტი გაქვს, ასე აზროვნებ და ამბობ: „ჩემპიონობა არ მინდა, ტიტული არ მინდა, მეგობრები ვართ, ის ვართ, ეს ვართ... ჩვენს ბიზნესში შეგიძლია, ყველას ემეგობრო და ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეგობრობა არაფერ შუაშია და მთავარია, გავარკვიოთ, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა. თუ არ გინდა, გაარკვიო მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ი არაა ადგილი, სადაც უნდა იყო. MMA-ში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ რას გააკეთებ და შეგიძლია, მათთან წახვიდე“.

ცნობისთვის, „ალჯოს“ სურს, შონ ომალისთან რემატჩი 2024 წელს გამართოს. სტერლინგის თქმით, არაა აუცილებელი მისი და ომალის მეორე ბრძოლა სატიტულო იყოს და მასთან უბრალოდ რევანშის აღება უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეძლებს პოლონეთისა და ჩეხეთის შედეგის გამეორებას? - FIBA საქართველოს შანსებზე
შეძლებს პოლონეთისა და ჩეხეთის შედეგის გამეორებას? - FIBA საქართველოს შანსებზე