გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძემ ნიდერლანდური კლუბი აირჩია | მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს მალე სხვა კლუბის მაისურით ვიხილავთ. შაბათს, დაიწერა, რომ იგი „აიაქსის“ რადარზე მოექცა და ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, მაღალია ალბათობა, რომ ტრანსფერი უახლოეს საათებში გაიჩარხოს.

ავტორიტეტული გაზეთის, Voetbal International-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები დასკვნით ეტაპზე მალე გადავლენ. მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძეს რამდენიმე მსურველი ჰყავს, მან საკუთარ წარმომადგენლებს შეატყობინა, რომ მხოლოდ „აიაქსში“ გადასვლა უნდა და სხვა ვარიანტებს გამორიცხავს.

„უშუალოდ გიორგიზე რომ იყოს დამოკიდებული, აიაქსში მალე გადავიდოდა. ქართველი ფეხბურთელი კარიერის ამსტერდამულ კლუბში გაგრძელებაზეა ორიენტირებული და ახლა აიაქსზეა დამოკიდებული, რომ მეცთან ტრანსფერი დახუროს. ორივე კლუბი მოლაპარაკებებში სრულადაა ჩართული“, - წერს Voetbal International-ი.

ნიდერლანდურ პრესაში სავარაუდო სატრანსფერო თანხას არ ასახელებენ, მაგრამ ცნობილია, რომ „მეცს“ გიორგის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება უნდა. ფრანგულ კლუბს ჰქონდა ვარიანტი, მიქაუტაძე 15 და 18 მილიონად გაესხვისებინა, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადა და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემოვიდა და მაშინვე ცეცლხი დაანთო“ - იტალიური მედია კვარას აფასებს
„შემოვიდა და მაშინვე ცეცლხი დაანთო“ - იტალიური მედია კვარას აფასებს