ისკო, ლუის რუბიალესი
Aa
Aa

ისკო რუბიალესზე: ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, დაუშვებელია

ისკომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლუის რუბიალესის ქმედება დაგმო და ის საჯაროდ გააკრიტიკა.

რუბიალესმა მსოფლიო ჩემპიონობის შემდგომი დაჯილდოების ცერემონიისას, ესპანელ ფეხბურთელს ჯენიფერ ჰერმოსოს საჯაროდ ტუჩებში აკოცა.

„თუ იგი ამას არ დათანხმდა, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მე ჯენის (ჰერმოსო) სრულად ვუჭერ მხარს.

მე არ ვარ ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ის შეცდა, ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა, მით უმეტეს ასეთი დიდი ფედერაციის პრეზიდენტს. ასევე კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა ის დედოფლის გვერდით... მართალი გითხრათ, ეს პროტოკოლს ნამდვილად არ შეესაბამება“.

- განაცხადა „ბეტისის“ ნახევარმცველმა Telesinco-სთან ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუბიალესის წინააღმდეგ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

ბოლო ინფორმაციით, ლუის რუბიალესი ხვალ გადადგომის შესახებ განცხადებას გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პედრი ტრავმირებულია და თბილისში გასამართ მატჩს გამოტოვებს
პედრი ტრავმირებულია და თბილისში გასამართ მატჩს გამოტოვებს