ივა გელაშვილი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა | სპეცია გელაშვილს მალე წარადგენს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი, ივა გელაშვილი, რომელიც „საბურთალოშია“ განათხოვრებული, კარიერას „სპეციაში“ გააგრძელებს. CalcioSpezia-ს ინფორმაციით, გელაშვილი „ბიანკის“ საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა.

ივა „სპეციასთან“ ხელშეკრულებას უახლოეს საათებში გააფორმებს და „ბიანკი“ ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს. გელაშვილი „სპეციას“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის ამოწურვის შემდეგაც, იტალიურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

ცნობილი გამოცემა, Tuttomercatoweb-ი აცხადებს, რომ გელაშვილის შეძენის შემდეგ, მასთან 3-წლიანი ხელშეკრულება დაიდება. იტალიური პორტალი აცხადებს, რომ გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი ნიშნავს იმას, რომ „სპეციას“ ქართველი ფეხბურთელის ბოლომდე სჯერა.

როგორც მოგეხსენებათ, „ბიანკიმ“ სერია B-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი შეხვედრა სტუმრად, „სუდტიროლთან“ გამართა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. მეორე ტურში, „სპეციას“ მეტოქე „კატანძარო“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდება | რას წერენ Gazzetta და Corriere ხვიჩაზე
ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდება | რას წერენ Gazzetta და Corriere ხვიჩაზე