ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

კვარას როლს უცვლის? - Gazzetta გარსიას გეგმებზე წერს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში შესაძლოა ახალი როლი მოარგოს. იტალიური la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში იტყობინება, რომ ფრანგ სპეციალისტს ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის უფრო მეტად დაახლოება სურს, რის გამოც 4-3-3 ფორმაციიდან, 4-4-2-ზე განიხილავს. ამ გზით, გარსიას იმედი აქვს, რომ კვარა-ოსიმენის წყვილი უფრო ეფექტური გახდება.

რას წერს GAZZETTA:

კვარას შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რუდი გარსია რამდენიმე განსხვავებულ სვლაზე ფიქრობს. მისი სურვილია, რომ ქართველი მეტოქის კართან უფრო ეფექტური გახდეს. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ მწვრთნელს გამომგონებლობისა და ფანტაზიის კასტრაცია არ სურს, მაგრამ უდნა, რომ მეტოქის კართან ხვიჩას პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდოს და საკალათბურთო ტერმინით რომ ვთქვათ, პერიმეტრიდან უფრო მძლავრად დაარტყას.

მწვრთნელის გეგმებში ასევე შედის, რომ კვარავაჯიოს და ოსიმენის კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო გახადოს, რათა მათი წყვილი უფრო მეტად მომაკვდინებელი გახდეს. გარსიას მხედველობაში რამდენიმე ვარიანტი აქვს და შესაძლოა გარკვეულ მომენტები ფორმაცია 4-4-2-თაც შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ახალი სეზონის სტარტი კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა, მისმა გუნდმა კი პირველ ტურში „ფროზინონე“ 1:3 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება სერია A-ს მეორე ტურში იგეგმება, რომელშიც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე 27 აგვისტოს, „სასუოლოს“ წინააღმდეგ უნდა გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე მიდის? - მეცი მის შემცვლელს იმატებს
მიქაუტაძე მიდის? - მეცი მის შემცვლელს იმატებს