ხვიჩა კვარაცხელია, მატიე ვალბუენა
Aa
Aa

„კარგი ფეხბურთელია, დრიბლინგით გამოირჩევა“ | ვალბუენა კვარას აქებს

„მარსელის“, „ლიონისა“ და „ოლიმპიაკოსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მატიე ვალბუენამ „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ვალბუენამ ინტერვიუ Calcionapoli 24-ს მისცა და „კვარა“ შეაქო.

„აშკარაა, რომ მას გრძელი კარიერა ექნება. ახლა, საწყის ეტაპზე იმყოფება, ძალიან კარგი ფეხბურთელია და განსაკუთრებით, დრიბლინგით გამოირჩევა. კვარაცხელიასთვის საჭიროა, ყველა კომპონენტში კარგი იყოს. ტექნიკურობის გარდა, ხასიათიც მნიშვნელოვანია, რათა გრძელი და წარმატებული კარიერა ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ სეზონის დაწყებამდე, „ნაპოლის“ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო მატჩს 11 აგვისტოს გამართავს და „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ნაპოლიმ ნახევარდაცვა გააძლიერა
ოფიციალურად | ნაპოლიმ ნახევარდაცვა გააძლიერა