ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სიტის კვარას შეძენა უნდოდა - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად წინასასეზონო მზადება უკვე დაიწყო. ქართველი შემტევის სატრანსფერო სიახლეები, თუ ჭორები ნელ-ნელა ნაკლებადინტენსიური გახდა და 99%-ით გადაწყვეტილია, რომ კვარა რჩება, თუმცა ბოლო დღეებში ქართველის მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგიდან სოლიდური ინტერესი იყო.

იტალიელი ჟურნალისტი ლუკა კერჩიონე სოციალურ ქსელში წერს, რომ დიმაროში კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის მისვლის მიზეზი არა მხოლოდ ხვიჩას კონტრაქტის განახლება, არამედ „მანჩესტერ სიტის“ ინტერესი იყო.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მანჩესტერ სიტიდან კვარაცხელიას თაობაზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ ნაპოლიმ, ასევე ხვიჩას წყალობით, მათ წინააღმდეგობა გაუწია. აქედან გამომდინარე, კლუბმა მამუკა ჯუღელი დიმაროში მიიწვია, რათა კონტრაქტის განახლებაზე დროულად შეთანხმდნენ“.

- წერს კერჩიონე ტვიტერში.

„მანჩესტერ სიტის“ მხრიდან ხვიჩას ინტერესზე რამდენიმე თვის წინ დაიწერა, თუმცა მსუბუქად და ნაკლებად სერიოზულად. უფრო მეტად „ნიუკასლ იუნაიტედი“ აქტიურობდა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები ამ მიმართულებითაც ჩავარდა.

იტალიელი ჟურნალისტის სიტყვებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, თავად კვარას ნეაპოლში კიდევ მინიმუმ 1 სეზონის გატარება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი და პარი სენ-ჟერმენი შეთანხმდნენ | მბაპეს სანაცვლოდ 230 მილიონს იხდიან
რეალი და პარი სენ-ჟერმენი შეთანხმდნენ | მბაპეს სანაცვლოდ 230 მილიონს იხდიან