გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცის დირექტორი: მიქაუტაძის თაობაზე შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ...

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგა ჯერაც გრძელდება. 22 წლის ქართველი ფორვარდის შეძენით „ბარნლი“, „შეფილდი“, „ლიონი“ და „მარსელი“ ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება და წინ გადადგმული ნაბიჯი არ გვინახავს.

„მეცის“ საფეხბურთო დირექტორს პიერ დრეოსის ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუხდა, სადაც მთავარი შეკითხვა მიქაუტაძის ტრანსფერს ეხებოდა.

„ვფიქრობ, სულ მცირე 3 ტრანსფერი გვექნება. მინიმუმ ერთ ფორვარდს და მცველს დავიმატებთ. არცერთი ახალწვეულის გაფორმება შესაძლო წამსვლელებთან კავშირში არ არის.

მიქაუტაძე? მე არასდროს ვადასტურებ პრესის ნათქვამს, მათ უფლებას ვაძლევ თქვან ის, რაც სურთ. ჩვენ კონტაქტი 2-3 დაინტერესებულ კლუბთან გვაქვს, მაგრამ შეთანხმებას ჯერ ვერ ვაღწევთ. ეს არის შეთავაზებები, რომლებიც იმას არ შეესაბამება, რაც ჩვენ გვსურს“.

- აღნიშნა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად წინასასეზონო მზადება უკვე დაიწყო და ჩვეულ სტილში გოლების გატანას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი და პარი სენ-ჟერმენი შეთანხმდნენ | მბაპეს სანაცვლოდ 230 მილიონს იხდიან
რეალი და პარი სენ-ჟერმენი შეთანხმდნენ | მბაპეს სანაცვლოდ 230 მილიონს იხდიან