ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სპალი
Aa
Aa

“ჩვეული ხარისხი, რომელმაც სპალის დაცვა გააგიჟა“ - იტალიური მედია კვარაზე

„ნაპოლიმ“ წინასასეზონო მომზადების დროს, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. რუდი გარსიას გუნდი „სპალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მატჩში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო. ქართველ ფეხბურთელს ერთი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარის ძელს მოარტყა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ „კვარას“ თამაში შეაფასა.

რას წერს CalcioNapoli24?

„ჩვეული ხარისხი, რომელმაც „სპალის“ დაცვა გააგიჟა. 53-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენის პასით გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ძელმა ხელი შეუშალა. კვარაცხელია მეორე ტაიმის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში მონაწილეობდა. ამის გამო მას აპლოდისმენტები ეკუთვნის. ხვიჩა ასევე კარგი იყო სტანდარტული სიტუაციების დროს. მან კუთხური რამდენჯერმე სახიფათოდ ჩააწოდა და ჯარიმაც ორიგინალურად გაითამაშა. ასევე გამოსარჩევია მისი ეფექტური გადაცემა ოსიმენის მიმართულებით. ნიგერიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ გაიტანა.“

ხვიჩას ყველა მომენტი „სპალთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იდეალური წინადადება მეცს - მიქაუტაძე პრემიერ ლიგის გუნდს სურს
იდეალური წინადადება მეცს - მიქაუტაძე პრემიერ ლიგის გუნდს სურს