ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

რეკორდები, რომლებიც მესიმ შესაძლოა MLS-ში დაამხოს

ლიონელ მესის MLS-ში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა „კრუს ასულს“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ეფექტური ჯარიმა გაუტანა და „ინტერ მაიამის“ მოაგებინა.

მესის ამერიკის ჩემპიონატში გადასვლას ბევრი სკეპტიკურად აფასებდა. თავად ლეო კი ბედნიერია. 7 ოქროს ბურთის მფლობელს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ რეკორდების კუთხით MLS-ის ისტორია გადაწეროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის დრო სჭირდება.

მოდით განვიხილოთ, თუ რომელი რეკორდების მოხსნა შეუძლია არგენტინელ სუპერვარსკვლავს.

MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - ამ მიღწევით თავს კრის ვონდალოვსკი იწონებს, რომელსაც 171 გოლი აქვს გატანილი და ის ამ მაჩვენებლით ამერიკის ჩემპიონატში საუკეთესოა.

ყველაზე მეტი გატანილი გოლი MLS-ის ერთ სეზონში - ეს რეკორდი კი გამოცდილ კარლოს ველას ეკუთვნის. მექსიკელმა შემტევმა ერთ სეზონში 35 გოლს მოუყარა თავი.

ყველაზე მეტი ჯარიმა MLS-ში - გაგიკვირდებათ, მაგრამ ამერიკის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში ჯარიმიდან ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს ყველაზე მეტჯერ 13-ჯერ გაუტანია. ეს შედეგი კიდევ ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა სებასტიან ჯოვინკომ დააფიქსირა.

ყველაზე მეტი საგოლე პასი MLS-ში - ეს რეკორდი ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას ლენდონ დონოვას ეკუთვნის, რომელმაც 136 ასისტი მიითვალა.

ყველაზე მეტი ნათამაშები წუთი - დისი „იუნაიტედის“ და „რეალ სოლთ ლეიქის“ მეკარეს ნიკოლას რიმანდოს MLS-ში 46 336 წუთი აქვს ნათამაშები.

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა MLS-ის ერთ სეზონში - ამ მიღწევის გამეორება წესით ლეოს არ უნდა გაუჭირდეს. მრავალი წლის წინ, ლეგენდარულმა კარლოს ვალდერამამ ერთ სეზონში 26 საგოლე პასი მიითვალა.

მესის სადებიუტო გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დაბმული და უმწეო ვიყავი“ - დონარუმა ძარცვის დეტალებს იხსენებს
“დაბმული და უმწეო ვიყავი“ - დონარუმა ძარცვის დეტალებს იხსენებს