თბილისის დინამო, გიორგი ლორია, გიორგი ჭიაბრიშვილი, რომან ფიფია, ასტანა
Aa
Aa

ძლიერი მეკარე ნახევარი გუნდია - ჭიაბრიშვილი ლორიას ტრანსფერზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა გიორგი ლორიას ეხებოდა, რომელმაც 2022-23 წლების სეზონის შემდეგ „ანორთოსისი“ დატოვა და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „რაც „დინამოში“ ვმუშაობ, ყველაზე სასურველი ტრანსფერი გიორგი ლორიას დამატება იყო. რომან ფიფიამ ლორიას დასათანხმებლად ყველაფერი გააკეთა. მისი დამატებით თავდაჯერება ყველგან შეგვემატა, დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც... ყველა რგოლში. პლუს, ძლიერი პიროვნებაა. მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება. 

კარგი იქნება თუ ასეთ გამოცდილ ფეხბურთელებს დავიმატებთ. როცა ასეთი მაღალი დონის მეკარე გყავს, როგორც თქვით, ეს ნახევარი გუნდია''.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ - თბილისის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები