მიუნხენის ბაიერნი, ლუკა პარკაძე, ადმირა
Aa
Aa

6-თვიანი იჯარის წესით - პარკაძე ადმირაში ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, ლუკა პარკაძე „ბაიერნში“ გადავიდა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა იჯარის წესით ავსტრიაში წასულიყო.

ავსტრიული გამოცემა Krone-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველით რანგით მეორე დივიზიონის კლუბი „ადმირა“ ინტერესდებოდა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ლუკა პარკაძე 6-თვიანი იჯარის წესით სწორედ „ადმირაში“ ითამაშებს. ხვალ ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ცნობისთვის, პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და გერმანულ გრანდს საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. იწერებოდა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე, „ბაიერნი“ მის განათხოვრებას აპირებდა და როგორც ჩანს, ერთ-ერთ ვარიანტად ავსტრიულ კლუბს განიხილავს.

„ადმირა“ ავსტრიის 9-გზის ჩემპიონია და ქვეყნის თასი 6-ჯერ აქვს მოგებული. კლუბი ავსტრიის უმაღლესი დივიზიონიდან 2021-22 წლების სეზონში გავარდა და გასული სეზონი ბუნდესლიგა 2-ში, მე-10 პოზიციაზე დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კიმი ბაიერნის ფეხბურთელია
ოფიციალურად - კიმი ბაიერნის ფეხბურთელია