ლუის სუარესი, გრემიო
Aa
Aa

მოლაპარაკებაში პროგრესი არსებობს - ინტერ მაიამის სუარესი უნდა

როგორც მოგეხსენებათ, დევიდ ბექჰემს „ინტერ მაიამიში“ მესისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა სურს.

ამის გამო ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდში სერხიო ბუსკეტსი მიიყვანა. დევიდი ასევე ჟორდი ალბას და ანდრეს ინიესტას დაყოლიებასაც ცდილობს.

TycSport-ის ჟურნალისტი გასტონ ედული ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ინტერ მაიამი“ ლუის სუარესის გადაბირებით არის დაინტერესებული. მეტიც, მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა და პროგრესი არსებობს. გუნდში სჯერათ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი მალე „ინტერ მაიამის“ მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ სუარესი ახლა „გრემიოს“ ღირსებას იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვეტერანი თავდამსხმელის კონტრაქტი 2024 წლის ივნისში იწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰოილუნდი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს
პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰოილუნდი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს