ინტერესი რუსეთიდან | ჩაკვეტაძის მსურველთა სია გაიზარდა
„გენტის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ბურუსითაა მოცული. რამდენიმე დღის წინ, დაიწერა, რომ მისით „მეცი“ ინტერესდებოდა და მხარეები ტრანსფერის დახურვასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის თქმით, გარიგება გაიყინა და საფრანგეთში გადასვლის შანსები შემცირდა.
„ჩაკვეს“ საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე კლუბს უნდა და მას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგის გადაბირებას „დინამო მოსკოვი“ განიხილავს. ეს ცნობა ფეხბურთელის აგენტმა, როჯერ ჰენროტაიმაც დაადასტურა.
„დიახ, გავიგე, რომ დინამო მისით ინტერესდება. ამის შესახებ საქართველოში ჩემმა პარტნიორმა მითხრა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ გადავა და სხვა ვარიანტიც გვაქვს“, - განაცხადა ჰენროტაიმ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. ბელგიური კლუბი მის დატოვებას არ აპირებს და მისი შეძენის მსურველს აქტიურად ეძებს. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს