თბილისის დინამო, ასტანა, სტიუარტ ეტუელი
Aa
Aa

სტიუარტ ეტუელი - პრემიერ ლიგის მსაჯი დინამო-ასტანას მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს თბილისის „დინამოსა“ და „ასტანას“ შორის სტიუარტ ეტუელი განსჯის. 40 წლის ინგლისელი მსაჯი 2008 წლიდან ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩებზე მუშაობს, ძალიან გამოცდილია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, საერთო ჯამში პრემიერ ლიგის 182 შეხვედრაში მთავარი მსაჯი იყო. 2022-23 წლების სეზონში პრემიერ ლიგის 25 შეხვედრაში იმსაჯა.

„დინამო“ - „ასტანას“ მატჩზე სტიუარტ ეტუელს სტიუარტ ბერტი და ნილ დევისი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ჯონ ბრუქსი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-11 წუთზე აბატ აიმბეტოვმა გახსნა, 57-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა.

თბილისის „დინამოსა“ და „ასტანას“ საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მისი გვჯერა“ - ფროზინონეს პირველი პირი კვერნაძეზე და გუნდის მიზნებზე
    „მისი გვჯერა“ - ფროზინონეს პირველი პირი კვერნაძეზე და გუნდის მიზნებზე