Goal: სარის ლაციოში მიქაუტაძის თვისებები მნიშვნელოვანი იქნება
Goal.com-ის იტალიური გამოცემა „მეცის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სერია ა-ში შესაძლო გადასვლის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მაურისიო სარის „ლაციოში“ მიქაუტაძის თვისებები მნიშვნელოვანი იქნება.
ვინ არის მიქაუტაძე?
2000 წელს დაიბადა, ორმაგი პასპორტი აქვს, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. მიქაუტაძე თავდამსხმელია, ვინც მეტწილად ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოდის, მაგრამ ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. მისი სათამაშო ფეხი მარჯვენაა, „მეცის“ აღზრდილია, „სერენში“ 2 სეზონი იჯარით გაატარა. გასული სეზონის ლიგა 2-ში „მეცში“ 37 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი შეაგდო.
თვისებები და როლი
მიქაუტაძეს ცენტრსა და ფლანგზე თამაში შეუძლია. მას შესანიშნავი სიმკვირცხლე აქვს, მაგრამ ასევე ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა.
კარიერა
მისი დებიუტი ლიგა 1-ში 2019 წელს „ნიცასთან“ შედგა, სეზონის ბოლოს ბელგიაში გაანათხოვრეს. მისი გავლენა „სერენის“ თამაშზე ძალიან პოზიტიური იყო, ბელგიაში პირველ სეზონში 19 გოლი შეაგდო და გუნდს უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ ახალი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, მიქაუტაძემ „სერენისთვის“ 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, შემდეგ ბელგიიდან საფრანგეთში დაბრუნდა.
მიქაუტაძე ლაციოში?
მიქაუტაძის თვისებები „ლაციოს“ თამაშში მნიშვნელოვანი იქნება. „მეცი“ მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს. L'Equipe-ს ცნობით რომაულმა კლუბმა „მეცს“ ქართველის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზა. ფრანგული მხარე 20 მილიონს ითხოვს. მოლაპარაკება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში, ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო. გასულ სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 37 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს