ზურიკო დავითაშვილი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

ზურიკოს გოლი მეორე ადგილზეა - UEFA-მ საუკეთესო გოლი გამოავლინა

UEFA-მ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო 10 გოლი შეარჩია და ამ სიაში დავითაშვილის გოლი მესამე ადგილზე იყო, თუმცა ქომაგთა გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა.

ქომაგთა გამოკითხვით პირველი ადგილი პორტუგალიელმა ჟოაუ ნევეშიმა დაიკავა, მან ეს გოლი „მიხეილ მესხზე“ ბელგიას გაუტანა.

ნევეშის გოლი ბელგიასთან

მეორე პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილის გოლია, „ბორდოს“ ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ნიდერლანდებთან ანგარიში გახსნა. მესამე პოზიციაზე უკრაინელი გეორგი სუდაკოვია, მან საფრანგეთს შეუგდო.

დავითაშვილის გოლი ნიდერლანდებთან

ათეულში ასევე მოხვდა არნო კალიმუენდოს (საფრანგეთი - იტალია 2:1), სერხიო გომესის (ესპანეთი - უკრაინა 5:1), კასტრიოტ იმერის (შვეიცარია - იტალია 2:3), ემილ სმიტ როუს (ინგლისი - ისრაელი 2:0), კოულ პალმერის (ისრაელი - ინგლისი 0:3), ემილ სეიდესა (ნორვეგია - შვეიცარია 1:2) და არტიომ ბონდარენკოს (საფრანგეთი - უკრაინა 1:3) გოლები.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა, პორტუგალიას მოუგო (2:0), ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდებთან (1:1) ფრედ ითამაშა. 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები