ქუთაისის ტორპედო, გიორგი ფანცულაია, ანრი ჭიჭინაძე, ნიკოლა ნინკოვიჩი, ომრან ჰაიდარი
Aa
Aa

გოლი მილანთან - ტორპედოში სერია ა-ს ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს

საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელიაზე“ გუნდის ახალწვეულები წარადგინა. ქუთაისურ კლუბს გიორგი ფანცულაია და ანრი ჭიჭინაძე დაუბრუნდნენ. მათ გარდა „ტორპედომ“ ორი უცხოელი მოთამაშე დაიმატა.

„ტორპედოსთვის“ ითამაშებს 25 წლის ავღანელი გარემარბი ომრან ჰაიდარი, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში, გდანსკის „ლეხიას“ რიგებში თამაშობდა (2020-21). ასევე, ნიდერლანდების და პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა.

„ტორპედომ“ ჰაიდართან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი 28 წლის სერბმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ნიკოლა ნინკოვიჩმა გააფორმა, რომელსაც იტალიის სერია ა-ში „ჯენოასა“ და „კიევოს“ რიგებში უთამაშია. საერთო ჯამში სერია ა-ში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია „მილანთან“ მატჩი, რომელიც „ჯენოამ“ 3:0 მოიგო, პირველი გოლი დონარუმას ნინკოვიჩმა გაუტანა.

„ტორპედომ“ ნინკოვიჩთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ნინკოვიჩს იტალიის ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მას „ჯენოასა“ და „კიევოს“ გარდა „ემპოლიში“, „ასკოლისა“ და „ბრეშაში“ უთამაშია. 2021 წელს იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, გასული სეზონი ბოსნიაში გაატარა.

იტალიის სერია A-ში 18 მატჩი (2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), იტალიის სერია B-ში 82 მატჩი (19 გოლი და 17 საგოლე გადაცემა), იტალიის თასზე 6 მატჩი (1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები