ფერნანდო რედონდოს ვაჟი არგენტინის 15 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
Aa
Aa

ფერნანდო რედონდოს ვაჟი არგენტინის 15 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ფერნანდო რედონდოს უმცროსი ვაჟი, ფედერიკო რედონდო არგენტინის 15 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

არგენტინის ამ ასაკის ნაკრებს სათავეში კიდევ ერთი ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი, პაბლო აიმარი უდგას.

უმცროსი რედონდოს კუმირი ხუან რომან რიკელმეა და მას სათამაშო სტილით სწორედ რიკელმეს ადარებენ.

ფედერიკო რედონდო მამის გზას მიყვება და კარიერას "არგენტინოს ხუნიორსის" რიგებში იწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები