კურტის ჯოუნსი
Aa
Aa

საქართველოში დაწერილი ისტორია - ინგლისი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონია

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ბათუმში გაიმართა ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდნენ.

გულშემატკივრებმა ბრწყინვალე მატჩი იხილეთ. შეტევაში ორივე გუნდი აქტიურობდა და მომენტებიც მრავლად იქმნებოდა. ტერიტორიულ უპირატესობას ესპანეთი ფლობდა, მაგრამ ინგლისი კონტრ-შეტევებზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ესპანეთის კარში ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან „ლივერპულის“ ნახევარმცველი კურტის ჯონსი მივიდა, დაარტყა და რიკოშეტის შედეგად „ფურია როხას“ კარი აიღო.

სიტუაცია მეორე ტაიმში არ შეცვლილა. ესპანელებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ რიგ ეპიზოდებში სიზუსტე აკლდათ. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, ინგლისს არცერთი კუთხური არ ჩაუწოდებია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბრიტანელთა კარში პენალტი დაინიშნა.

ბურთთან აბელ რუისი მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ დამატებაზე კვლავ მეკარემ აიღო ბურთი და მესამე დარტყმა უკვე კარს აცდა. ბოლო წუთები საკმაოდ დრამატული გამოდგა. საბოლოო ჯამში, ინგლისმა 1:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელები ჩემპიონები ისე გახდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვეს. ლი კარსლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთი 2:0, ისრაელი 2:0 და გერმანია 2:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ინგლისმა პორტუგალიას 1:0 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ისრაელს 3:0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მუდამ ჩემს გულში იქნებით“ - დე ხეა მანჩესტერიდან წავიდა
“მუდამ ჩემს გულში იქნებით“ - დე ხეა მანჩესტერიდან წავიდა