გიორგი მამარდაშვილი, მიუნხენის ბაიერნი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

მამარდას ნოიერის შემცვლელად განიხილავენ - ბაიერნიდან 2 მეკარე მიდის

„ვალენსიას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მამარდა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესის სფეროში მოექცა.

როგორც Sky Sport-ის გერმანული ბიურო იუწყება, გერმანული კლუბი ქართველ მეკარეს გრძელვადიან პერსპექტივაში ნოიერის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს. იან ზომერი და ალექსანდრ ნიუბელი მიუნხენური კლუბიდან წასვლას განიხილავენ. სწორედ ამ მიზეზის გამო გამორიცხული არაა, რომ „ბაიერნი“ მიმდინარე ზაფხულში გააქტიურდეს. გარდა ამისა, „ბაიერნი“ კიდევ რამდენიმე მეკარეს აკვირდება.

ცნობისთვის, ესპანური გამოცემების მიხედვით, „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს და სურს, მისი შემცვლელი სწრაფად იპოვოს. AS-ს თუ დავუჯერებთ, „ღამურებისთვის“ მამარდაშვილის გაშვებით მიღებული თანხა ჰაერივით საჭიროა და ისინი თანახმა არიან, გიორგის 30 მილიონი ევროს ნაცვლად, 20 მილიონად შეელიონ.

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EXCLUSIVE: მამარდაშვილი აგენტთან ერთად მიუნხენში იმყოფებოდა
EXCLUSIVE: მამარდაშვილი აგენტთან ერთად მიუნხენში იმყოფებოდა