გიორგი გაგუა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

გაგუა: “თქვენ მე დიდ მოტივაციას მაძლევთ“

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველომ ისრაელს უმასპინძლა და სამწუხაროდ პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო კი 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა.

რას წერს გიორგი?

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით! დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც მოედნიდან ან გარედან გვამხნევებდა. ერთად დიდი ისტორია დავწერეთ, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.

მადლობა სტაფს და ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვის და გვერდში დგომისთვის. ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის და გამხნევებისთვის! დიდ მოტივაციას მაძლევთ რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და უფრო ძლიერი დავბრუნდე! მადლობა დიდი საუკეთესოები ხართ!“

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Gagua (@ggagu11)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად იმყოფებოდა. რამაზ სვანაძის შეგირდები სიკვდილის ჯგუფიდან გავიდნენ, სადაც საქართველოსთან ერთად პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ებრაული მედია: “მეტოქის დონის თვალსაზრისით გამარჯვება შეუძლებელი ამოცანა არ იყო“
ებრაული მედია: “მეტოქის დონის თვალსაზრისით გამარჯვება შეუძლებელი ამოცანა არ იყო“