ანზორ მექვაბიშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

მექვაბიშვილი: „საქართველო გავაერთიანეთ, ეს ლატარეაა, არ გაგვიმართლა“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველო-ისრაელის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრები 3:4 დამარცხდა, ისრაელის ნაკრებმა 4 დარტყმიდან ყველა ანგარიშში ასახა, საქართველოს ნაკრებმა 5 პენალტიდან მხოლოდ 3 შეაგდო.

მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა მედიასთან ისაუბრა:

„მინდა, აქ მოსულა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, არ გაჩერებულან და ასე იყო ყოველ შეხვედრაში. ვფიქრობ, ამ ძალიან პატარა პერიოდში საქართველო გაერთიანდა, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, ეს მახარებს, მაგრამ მეორე სახე აქვს ამას ის, რომ დავმარცხდით. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ბოლომდე დაიხარჯნენ. ეს ლატარეაა, არ გაგვიმართლა, ბევრი შანსი გვქონდა“.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშა, 1/4-ფინალში გავიდა, საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა ისტორიული წარმატებაა. 

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები