საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ნიდერლანდური მედია: “საქართველომ ევროპის ჩემპიონატს გამოგვთიშა“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველომ ნიდერლანდებს უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგით კი სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდური გამოცემა voetbalprimeur.nl აღნიშნულ დაპირისპირებაზე წერს:

Voetbalprimeur:

„სამშაბათს საღამოს, ახალგაზრდა ნიდერლანდელები მეოთხედფინალში ვერ ითამაშებენ. ვან დე ლოის გუნდმა ბევრი მომენტის მიუხედავად ვერ გაიმარჯვა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატს გამოგვთიშა. 21-წლამდე ნაკრებმა საქართველოში ტოტალური წარუმატებლობა განიცადა და სახლში ბრუნდება. მეოთხედფინალში ახალგაზრდა საქართველო ახალგაზრდა პორტუგალიასთან ერთად გავა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. შემდეგ ეტაპზე, რამაზ სვანაძის შეგირდები გერმანიას, ისრაელი ან ჩეხეთი იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები