კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე და რეალი შეთანხმდნენ - ფრანგი სამეფო კლუბს უახლოვდება

კილიან მბაპემ და მადრიდის „რეალმა“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ცნობილი გამოცემა Foot Mercato იუწყება, რომ 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ 2024 წელს, პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გადავა. თუმცა, შესაძლოა მბაპე „რეალში“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც აღმოჩნდეს, თუ ფლორენტინო პერესი მის გამოსყიდვას გადაწყვეტს.

იმის გათვალისწინებით, რომ მბაპემ რამდენიმე კვირის წინ პსჟ-სთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება გამორიცხა, პარიზულ კლუბს სურს, რომ ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულში გაყიდოს, სხვა შემთხვევაში კი გუნდს ფეხბურთელის უფასოდ დათმობა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ 24 წლის ფეხბურთელს 300 მილიონ ევროდ აფასებს, „რეალი“ კი მზადაა 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თავად კილიანი აცხადებს, რომ მას მომავალი სეზონის პსჟ-ში გატარება სურს და უნდა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ამასთან, კლუბში დარჩენის შემთხვევაში, სექტემბერში მბაპე კლუბის ერთგულებისთვის დამატებით 90 მილიონი ევროს ბონუსს მიიღებს.

არსებობს მესამე ვარიანტიც, რამდენიმე დღის წინ ევროპულ პრესაში დაიწერა, რომ „რეალი“ ფრანგი ფეხბურთელის ყიდვას 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება, მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ცხოვრება ქარიშხლის შიგნით“ - მე ფერნანდინიო ვარ
“ცხოვრება ქარიშხლის შიგნით“ - მე ფერნანდინიო ვარ