“თოფურიას არ გავუკვირვებივარ“ - ემეტი ბრძოლის შემდეგ
UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. 5 რაუნდიდან 4 ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ემეტმა კი მხოლოდ 1 რაუნდი მოიგო. შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ჯოშ ემეტმა კომენტარი გააკეთა.
ემეტი:
„ილია თოფურიას არ გავუკვირვებივარ. ის დიდებული მებრძოლია და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. აუცილებლად დაველაპარაკები მწვრთნელებს, UFC-ის და შემდეგ ვნახოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. იმედი მაქვს დღევანდელი საღამოთი ისიამოვნეთ. თქვენს გვერდში დგომას ვაფასებ. ვფიქრობ, ახლა საქმე დასრულებულია.“
რაც შეეხება თოფურიას, ემეტთან შეხვედრამდე ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 14:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში ამ გამარჯვების შემდეგ, მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს