ლივერპული, სტივენ ჯერარდი, პეტერ კრაუჩი
Aa
Aa

“ის სიტყვები მოტივაცია გახდა“ - დღე, როცა ჯერარდმა კრაუჩის ცხოვრება შეცვალა

ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა გაიხსენა თავისი პირველი მერსისაიდული დერბი და სიტყვები, რომლებიც სტივენ ჯერარდმა ავტობუსში უთხრა.

კრაუჩმა პირველი დერბი „ევერტონთან“ 2005 წლის დეკემბერში ითამაშა. აღნიშნული დაპირისპირება „ლივერპულის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. პიტერმა კი ერთი გოლი გაიტანა.

რა თქვა კრაუჩმა?

„დღეს სტივენ ჯერარდს შევხვდი. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ჩვენი წარსული გავიხსენეთ. არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები მერსისაიდული დერბის წინ ავტობუსში. მან მითხრა: „თუ „ევერტონს“ გაუტან, გულშემატკივრებს მთელი ცხოვრება ემახსოვრები.“

ეს სიტყვები ჩემს მოტივაციად გადაიქცა და მე გავიტანე. დაუვიწყარი დღე იყო. იგივე განმეორდა Fa Cup-ზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. გავიტანე და გულშემატკივრებისკენ გავიქეცი. მათგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი. ასეთი დეტალები არასდროს დამავიწყდება.“

შეგახსენებთ, რომ კრაუჩი „ლივერპულში“ 2005 წლიდან 2008 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოფილმა თავდამსხმელმა მერსისაიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 135-ჯერ მოირგო, 42 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩინი: “როცა ტონალის ამ ფორმით უშვებ, პრობლემა გაქვს“
მანჩინი: “როცა ტონალის ამ ფორმით უშვებ, პრობლემა გაქვს“