გიორგი მამარდაშვილი, ანდრე ონანა
Aa
Aa

მამარდა ინტერს უახლოვდება - ონანა 50 მილიონად მანჩესტერში მიდის

ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნიატედს“ უახლოვდება. როგორც Get Italian Football News-ი La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყება, „მანკუნიანელებმა“ გადაწყვიტეს, რომ დე ხეას ონანა შეცვლის.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი 50 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

გუშინ ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ონანის აგენტს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „იუნაიტედიდან“ შემოთავაზება მალე გაიგზავნება.

„იუნაიტედი“ მზადაა ონანას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს შეელიოს და პლუს ამას საბონუსე სისტემაც იქნება გათვალისწინებული, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება მომავალ კვირას შედგება.

ინტერს ონანას შემცვლელად მამარდაშვილი სურს

Gazzetta-ს ინფორმაციით, „ინტერი“ ანდრე ონანას შეცვლის უპირველეს კანდიდატად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს. წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი ფეხბურთელის წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე საუბარი შედგა.

იტალიური მედია წერდა, რომ ონანას ტრანსფერის შემთხვევაში მილანური კლუბი არჩევანს მამარდაშვილსა და იან ზომერს შორის გააკეთებდა, თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ონანას შეცვლის უპირველესი კანდიდატი მამარდაშვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!