რაფა ბენიტესი
Aa
Aa

ბენიტესი ბრუნდება | რაფა სელტას ჩაიბარებს

„ნაპოლის“, „რეალის“, „ლივერპულისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი თავკაცი, რაფა ბენიტესი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. ესპანელ სპეციალისტს „პარტენოპეის“ უკავშირებდნენ, მაგრამ იგი „სელტას“ ივლისში ჩაიბარებს.

ვიგოელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გულშემატკივრებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუწყეს. ბენიტესი „სელტას" საკუთარ მომავალს მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში დაუკავშირებს და როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბენიტესთან ოფიციალური ხელშეკრულება ივლისში გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესს უდიდესი გამოცდილება აქვს. რაფას უმაღლეს დონეზე 1099 მატჩი ჩაუტარება, რომლებშიც 549 გამარჯვება მოიპოვა. ბენიტესი ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, ევროპა ლიგის, უეფას თასის, ევროპული სუპერ თასის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის, იტალიის თასისა და ასოციაციის თასის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს | შოთი ზინჩენკოს გუნდშია
არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს | შოთი ზინჩენკოს გუნდშია